ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 3 მილიონი ჭურვი გაუგზავნა
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 3 მილიონი ჭურვი გაუგზავნა. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის ივლისიდან დღემდე, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთმა საბრძოლო მასალების გადამზიდი 6 ათას 700 კონტეინერი მიიღო.
