თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი სამართალდამცვლებმა დანაშაულის ჩადენიდან მალევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
