პრემიერ-მინისტრსა და შვედეთის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოსთვის შვედეთი საიმედო პარტნიორია - ეს პრემიერ-მინისტრსა და შვედეთის ელჩს შორის შეხვედრისას აღინიშნა. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
