ალექსეი ნავალნის პირველ მარტს დაკრძალავენ
ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. პანაშვიდები კი, რუსეთის დედაქალაქის მარინოს რაიონის ერთ-ერთ ეკლესიაში გაიმართება. რუსი ოპოზიციონერის ოჯახის წევრები და თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სარიტუალო მომსახურების მიღება გაუჭირდათ, რადგან მოსკოვის მასშტაბით, დამკრძალავი ბიუროების უმრავლესობისგან უარი მიიღეს. რუსი ოპოზიციონერის პრესმდივნის თქმით, კრემლს ნავალნის დაკრძალვის დღეს, საპროტესტო აქციების შეეშინდა.
