უცხოური ფული ოპოზიციაში
შალვა პაპუაშვილი დონორებს და საელჩოებს მოუწოდებს, მიაქციონ ყურადღება, რათა მათი ფინანსები არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში. საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, თანხები კი რეალურად, პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული.
