"ვეტინგის" სისტემის მოთხოვნა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცის მოთხოვნის შესახებ საუბრობს, რომელიც სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის, სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინიციატივა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.
