აშშ-ის ელჩი პარლამენტში
ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ პროცესში მყარად დგას მის გვერდით - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. რობინ დანიგანის თქმით, ამერიკა მზად არის გაღრმავდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების კუთხით შუა დერეფნის მხარდაჭერა. ელჩმა ასევე ისაუბრა სამხედრო-თავდაცვითი უერთიერთობების გამყარებასა და კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერაზე. რობინ დანიგანმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე და თქვა, რომ ამ მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორი პოზიციას არასდროს შეცვლის. კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ , ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც უნდა აისახოს.
