თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზარა, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხაც, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ოდენობით.
