პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. ის მოუწოდებს დონორებსა და საელჩოებს, მიაქციონ ყურადღება, რათა მათი ფინანსები არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში.
