ვითარება ფრონტის ხაზზე
შავი ზღვის აკვატორიაში სტრატეგიული ავიაციის აქტივობისა და სარაკეტო იერიშების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული. საოკუპაციო ძალების აქტივობა გრძელდება ავდეევკის გარშემო. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსული არმია ქალაქის დაკავების შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინულ ძალებს თავდაცვის ხაზის შენარჩუნება გაურთულოს.