განსხვავებული პოზიციები NATO-ში
გაგზავნის თუ არა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინაში ჯარებს? საფრანგეთის პრეზიდენტმა, რუსეთის მარცხის უზრუნველსაყოფად, ქვეითი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების სცენარი არ გამორიცხა. ემანუელ მაკრონის პოზიციას არ იზიარებენ გერმანია, პოლონეთი და სლოვაკეთი, ასევე ალიანსის გენერალური მდივანიც. თუმცა NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, რომ პარიზში, უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, ამ საკითხს მწვავე კამათი მოჰყვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
