ახალი რეგულაცია პარტიებისთვის
ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში. თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული პარტია ლიკვიდაციას დაექვემდებარება, ქონება კი სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. ცვლილებები რადიკალური ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა. მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილში ეჭვი აქვთ, რომ პროტესტის მიზეზი არაკანონიერი შემოსავლებია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
