შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან
მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან და მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში- მთავრობის მეთაურმა ეს საკითხები შვეიცარიის ელჩთან აღნიშნა. მხარეებმა სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ.
