პრემიერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია- ეს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უთხრა. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა პრიორიტეტი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, ირაკლი კობახიძემ ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკაც განიხილა. მხარეებმა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტიც შეაჯამეს.
