ფხენიანის სამხედრო დახმარება რუსეთს
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული 6 700 კონტეინერი გაუგზავნა. ეს განცხადება სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. შინ ვონ-სიკიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გასული წლის ივლისის შემდეგ, ფხენიანის მხრიდან მოსკოვისთვის გაგზავნილ კონტეინერებში შესაძლოა 3 მილიონზე მეტი ტონა საარტილერიო ჭურვი, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტყვია-წამალი იყო. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ ძირითადად საკვები პროდუქტით დატვირთული დაახლოებით 9 000 კონტეინერი მიიღო.
