კრემლის პოზიცია
უკრაინაში NATO-ს ქვეითი ჯარის გაგზავნის ალბათობას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თუკი ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოები უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, თავად ის ფაქტიც საყურადღებოა, რომ NATO-დან უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხი განიხილვის დონეზეა.
