მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფო უკრაინაში ქვეითი ჯარის გაგზავნას განიხილავს, რასაც თავად ეწინააღმდეგება. რობერტ ფიცოს თქმით, უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ნატოს ჯარების განლაგების შესაძლებლობა დასავლელმა ლიდერებმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს. სამხედროების გაგზავნას გამორიცხავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც. ქვეითი ჯარის უკრაინაში გაგზავნის გეგმები უარყო ნატოს გენერალურმა მდივანმაც. მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სამომავლოდ NATO-ს ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.