ახალი სახანძრო მანქანა წალენჯიხას
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანა განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, 10 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა, რომლებიც რეგიონებში ეტაპობრივად ნაწილდება.
