სასტუმროს მშენებლობა ბახმაროში - კომპანიის განცხადება
ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილ აზრთა სზვადასხვაობას სამშენებლო კომპანია პასუხობს. „ორბი“ განმარტავს, რომ მათი მიზანია პროექტის შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. კომპანიიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება მიზანმიმართული, დამაზიანებელი განცხადებები. მისივე თქმით, ჩატარდა სამშენებლო პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რაიმე ტიპის, შემდგომი ექსპლუატაციისათვის არახელსაყრელი პროცესები არ მიმდინარეობს და სასტუმრო კომპლექსი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ლანდშაფტთან.
