ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში
პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში წარუდგენლობა შესაძლოა პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს, რის შემდეგაც პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“კანონში შედის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები ისეთ პარტიებს შეეხება, რომლებიც მხოლოდ რეგისტრებულები არიან, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევიან. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ეს გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს და შავ ფულთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას გადაჭრის.
