უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც პოლიტიკოსების ნაწილი მესამე სექტორის გავლით დაფინანსებას იღებს და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირს აღიარებს, თუმცა მათგან დაფინანსებას უარყოფს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გზით უცხოური ფინანსების ქართულ პოლიტიკაში გამოყენება კანონდარღვევაა და სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება.
