ევროკავშირის ცხრა ნაბიჯი - მესამე სექტორის ნაწილის დეზინფორმაცია
მმართველი გუნდი მესამე სექტორის ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ევროკავშირის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაზე ალტერნატიულად მუშაობს - ამ შემთხვევაში საუბარია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომლის შესრულებაც „გრასმა“ და ISFED-მა საკუთარ თავზე აიღეს. „ქართულ ოცნებას“ ამ ორგანიზაციების ობიექტურ მუშაობაში ეჭვი ეპარება, ამის არგუმენტად კი მათი წარსული საქმიანობიდან კონკრეტული ფაქტები მოჰყავს. მმართველი გუნდისთვის მიუღებელი და კომიკურია დეზინფორმაციასთან ბრძოლა მიანდო „სამართლიან არჩევნებს“, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. რაც შეეხება „გრასს“, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარიაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხოშტარია ავრცელებდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, „გრასს“ და ISFED-ს სრულად ენდობა ოპოზიციის ნაწილი.
