პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა
პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა შეერთებული შტატების წნეხს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასზე, რადგან ღაზაში ბრძოლების შესაჩერებლად საერთაშორისო მცდელობები ძლიერდება.
