„უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დაიწყო. წელს პროექტში მონაწილეობას 29 სტუდენტი მიიღებს. ისინი ორი კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და ექსპერტებისგან მიიღებენ.
