ლგბტ პროპაგანდა ხაზარაძის დაფინანსებით
მამუკა ხაზარაძის ფონდის მიერ დაფინანსებული და მისი შვილის პროდიუსინგით გადაღებული ფილმი, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, პოლიტიკური შეფასებების საფუძველი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობა დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკური ძალების ჩარევას ხელოვნებაში და ფაქტს, რომ ლელოს ინიციატივით, საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო ორი ალტერნატიული სტენდით წარდგა. ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე, ოფიციალური დელეგაციის ალტერნატივად, სწორედ ხაზარაძის ფონდის მიერ დაფინანსებულმა შემადგენლობამ წარადგინა. კინოსურათს „გზაჯვარედინზე“, რომლის რეჟისორი ლევან აკინია, კინოფესტივალზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის პრიზი „ტედი“ მიენიჭა, რომელსაც სექსუალური უმცირესობების თემატიკაზე გამარჯვებულ ნამუშევრებს გადასცემენ.
