ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების საპილოტე რეჟიმი წელს დაიწყება
მთავრობა კანონის აღსრულებას იწყებს და ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების საპილოტე რეჟიმი, წელსვე დაიწყება. ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. საუბარია კერძო სექტორზეც. პრემიერ-მინისტრმა, განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, შემდეგი სხდომისთვის დეტალური გეგმის წარდგენა დაავალა.
