ბერლინალეს გამარჯვებულები
ბერლინში 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს. მთავარი ჯილდო „ოქროს დათვი“ ფრანგ რეჟისორს, მატი დიოპს გადაეცა, დოკუმენტური ფილმისთვის „დაჰომეა.“ ჟიურის გრან პრი „ვერცხლის დათვი“ ჰონგ სან სუს ხვდა წილად, ფილმისთვის „მოგზაურის საჭიროებები“. ჟიურის პრიზი „ვერცხლის დათვი“ კი ბრუნო დიუმონმა მიიღო, ფილმისთვის „იმპერია.“ ფესტივალის ფარგლებში საპატიო ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორს მარტინ სკორსეზეს.
