ზელენსკის განცხადება
„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპელი ლიდერები კიევს გუშინ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე სტუმრობდნენ.
