არჩევნები ბელარუსში
ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი ორგანოების 12 514 და პარლამენტის ქვედა პალატის 110 დეპუტატს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, დილისთვის იქნება ცნობილი.
