ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში ნიკი ჰეილი დაამარცხა
სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი, რომელიც შტატის ყოფილი გუბერნატორია, ტრამპმა დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა. ჰეილიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.
