„ბლუმბერგის“ სტატია უკრაინაზე
„ევროკავშირის უუნარობამ, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი დროულად მიეწოდებინა, დასავლეთ და აღმოსავლეთს შორის უთანხმოება გააღრმავა“,- ამის შესახებ „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი. „საფრანგეთი თვლის, რომ ინვესტიციები ევროკავშირში უნდა დარჩეს, რამაც უკვე შეაფერხა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება. გარდა ამისა, საბერძნეთი და კვიპროსი, გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თურქეთისგან ჭურვების შეძენის წინააღმდეგნი არიან. შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის ნდობა დასავლეთ ევროპის მიმართ სუსტდება“,- ნათქვამია სტატიაში.
