„გემო ფესტი“ მესტიაში
„გემო ფესტი“ მესტიაში გრძელდება. წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალის ფარგლებში რეგიონის ტრადიციული კერძები და მათი თანამედროვე ვარიაციებია წარმოდგენილი. „გემო ფესტზე“ წელს 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. ფესტივალი მოიცავს მუსიკალურ და გასართობ აქტივობებს, ასევე მოწყობილია საბავშვო სივრცე.
