სოფლის მხარდამჭერი პროგრამა მცხეთა-მთიანეთში
მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მიმდინარე წელს რეგიონის სოფლებისათვის, ჯამში, 4 868 000 ლარია გამოყოფილი. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საერთო კრებები მოსახლეობასთან გამართა. დასკვნით შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრო.
