IPOA-ს ავტორთა საბჭოს გამოხმაურება
IPOA-ს ავტორთა საბჭო, საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც კობალაძე ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას. როგორც წერილშია აღნიშნული, მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს. ბრალდებას გიგა კობალაძის მისამართით ავტორ-შემსრულებლები უკვე წლებია ავრცელებენ. სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო. ჩატარებული აუდიტის დასკვნით კი გაირკვა, რომ გიგა კობალაძეს ხელოვანებისთვის ჰონორარები გადასახდელი აქვს. დავალიანება კი, 14 მილიონი ლარია.
