„რუსთავის მერია ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ“
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს უპრეცედენტო საქმეს „რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ“. ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ ათეულობით საკითხი ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ სხდომაზე არ გაიტანა. მერიის იურისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, კომისია როგორ დასკვნას გასცემს ამა თუ იმ საკითხზე, საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვდეს საკრებულოს სხდომაზე. საპირისპირო მოსაზრება აქვს საკრებულოს ხელმძღვანელობას, რომელსაც გახარია-„ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მართავს. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარუდოდ, ხვალ გამოაცხადებს.
