საბჭოთა ოკუპაციის დღე
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხალხმრავლობა იყო დღეს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თბილისის მერთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებული მოვლენები.
