ნინიაშვილის 2 ლელო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-16 ტურში დავით ნინიაშვილმა ორი ლელო დადო. „ლიონმა“ საკუთარ სტადიონზე „ოი ონა“ 43:26 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მორაგბემ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი 26-ე და 65-ე წუთებზე აიღო. 16 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 9 წაგებით „ლიონი“ ჩემპიონატში მეათე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ნინიაშვილი და მისი თანაგუნდელები 2 მარტს სტუმრად „ბაიონთან“ გამართავენ.
