სამების ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძისა და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, სამების ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიებაში სასულიერო პირები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში 30-მდე ზეთისხილის ხე დაირგო.
