საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსთავში
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ უბანში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრო რაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე ხორციელდება. ტერიტოტიაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი, გაზის და ელექტროენერგიის მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდა. საავტომობილო გზის გარდა, გათვალისეინებულია ახალი მწვანე სივრცეების, მიწყობაც.