ფერმერების პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე
პარიზში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი უნდა მისულიყო, ფერმერთა ჯგუფი შეიჭრა. მათ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს. სამართალდამცველებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. გამოფენაზე საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც მივიდა და ფერმერთა გაერთიანების ლიდერებს შეხვდა. ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას, საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოს დაცვის კანონმდებლობის შერბილებას ითხოვენ.
