აქცია იერუსალიმში
იერუსალიმში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. აქცია გაიმართა თელ-ავივშიც. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ყოველ შაბათს იმართება.
