კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კანადის პრემიერმა, იტალიის პრემიერმა, ბელგიის პრემიერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გამოუცხადეს. უკრაინამ იტალიასა და კანადასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. მანამდე შეთანხმება დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან გაფორმდა.
