თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან 2 წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
