ორი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან
დღეს ზუსტად 2 წელი შესრულდა უკრანაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრიდან. კიევი მოსკოვის აგრესიიას დღესაც იგერიებს. ფრონტის ხაზზე კი ვითარება რთულია. სისტემატურად იბობმება ქვეყნის როგორც აღმოსავლეთი ისე სამხრეთ რეგიონები. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძლები იარაღის უკმარისობასა და კიევისთვის დაპირებული ამერიკიული სამხედრო დაფინანსების დაგვიანებას განიცდის. რუსეთის აგრესიამ ათი ათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. დღეს თბილისიდან ქვეყნის პირველი პირების სახელით უკრაინამ საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გზავნილები კიდევ ერთხელ მიიღო
