სასამართლოს დამორჩილება - „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის რადიკალურმა ფრთის ნაწილმა ტაქტიკა შეცვალა და 9 პრიორიტეტის შესრულების სამუშაო ჯგუფებში ჩართვა დაიწყო, გადაწყვიტა, რომ ახალ-ახალი იდეებიც წამოწიოს. მაგალითად ვეტინგის სისტემის შემოღება, რაც უცხოელი სპეციალისტების მხრიდან ადგილორბრივი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. ამას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2003-2004 წლებში სრულად დაშალა და პირდაპირი მნიშვნელობით სახლში გაუშვა სრულად მოსამართლეთა კორპუსი და მათთვის სასურველი ახალი კადრებით სასამართლო ინსტიტუტი პროკურატურის მორჩილად და დამატებად აქცია. შედეგად ნაციონალური მოძრაობის დროს მივიღეთ სასამართლო სისტემა, სადაც 99 პროცენტი მხოლოდ გამამატყუნებელი განაჩენები გამოჰქოდათ. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ამ მოცემულობის დაბრუნება და ხელში ჩაგდება სურს, თანაც ვეტინგის მეშვეობით, რომელსაც საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც ვენეციის კომისია ითხოვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამართლებს თუ არა ზოგადად ვეტინგი ამაზე სართაშორისო პარტნიორებში ცალსახა პოზიციაც კი არ არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს სისტემა კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის დარღვევასაც კი გულისხმობს
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
