გზავნილი სტრატეგიულ პარტნიორებს
ყველა ურთიერთობა, მათ შორის პოლიტიკური და პოლიტიკურ-სტრატეგიულიც ორმხრივ და თანასწორ თანაარსებობას გულისხმობს. არც ის არის სიახლე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობას არ მოითხოვს. პრემიერმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ასეთი სახის პარტნიორობას როგორც ჩინეთთან ისე შეერთებულ შტატებთან და დასძინა, რომ ოფიციალური თბილისი ამ მხრივ ვაშინგტონიდან მეტი სიახლისა და სიახლოვის მოლოდინშია. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებული მდგომარეობა ჩამოაყალიბა, ოპოზიციამ ძველი და უკვე კარგად ნაცნობი თემის გადამღერება დაიწყო: რომ ხელისუფლებამ საგარეო პრიორიტეტები შეცვალა და რომ ირაკლი კობახიძე ჯერ ჩინეთის და შემდეგ ამერიკის ელჩსც შეხვდა. ამ ფრაზების გარდა, არ ყოფილა სხვა კონკრეტიკა, მაგალითად რა არის მათთვის შემაშფოთებელი ჩინეთთან პარტნიორობაში ან რატომ არ უნდა ვისურვოთ უფრო მეტი ურთიერთკავშირი, მაგალითად პირდაპირი ფრენები ან უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებთან?
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
