შეხვედრა მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სახის ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასა და მევენახე, მეღვინეთა მხარდამჭერ, სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება
