ავსტრიის ყოფილი კანცლერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი სასამართლომ ყალბი ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო და რვა თვიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. კერძოდ, საუბარია საპარლამენტო კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც „იბიცა გეიტის“ კორუფციულ საქმეს ეხებოდა. „იბიცა გეიტის“ სახელით ცნობილი სკანდალი 2019 წლის მაისში აგორდა. მაშინ მედიაში 2017 წელს კუნძულ იბიცაზე, ფარული კამერით გადაღებული ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი „რუსი ოლიგარქის ნათესავს“ სახელმწიფო კონტრაქტების დადებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი საკუთარი წინა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას თხოვს
