ტრამპს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექს პრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ოთხი მილიონ 700 ათასი დოლარის გადახდა მის შვილებსაც დააკისრა. მილიონი 100 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს. უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი შემოსავლის დეკლარაციას არ ავსებდა და შესაბამისად, არც გადასახადებს იხდიდა
