ორი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან
„საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით“ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათი ათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
